საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა სიდეში დღეს მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარეს.
თბილისელთა მეტოქე ნოვი-საჩის „სანდეცია“ იყო, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში გამართული 21 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. შეკრებაზე „სანდეციამ“ ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე ფრედ დაასრულა – რუმინულ „პოლიტეხნიკასთან“ 0:0 და უკრაინულ „მარიუპოლთან“ 1:1, თბილისელებთან კი დამარცხდა.
პირველ ტაიმში თბილისელები 2:0 დაწინაურდნენ. ანგარიში ლაშა თოთაძემ გახნდა, რომელმაც 30 მეტრიდან ჯარიმა ძლიერად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორედ მეტოქის კარის ბადე აკაკი შულაიამ აიღო. მეორე ნახევარში პოლონელებმა სხვაობა შეამცირეს და საბოლოოდ, „დინამომ“ 2:1 მოიგო.