„დინამომ“ ნახევარფინალი მოგებით დაიწყო
„დინამომ“ ნახევარფინალი მოგებით დაიწყო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფში მეორე ნახევარფინალური სერია დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“ „მგზავრებს“ უმასპინძლა, რომელმაც წინა ეტაპზე მოულოდნელად გამოთიშა ტურნირს „კაკტუსი“.

შეხვედრაში ბრძოლა პირველ ტაიმში იყო, რომელიც „დინამომ“ 10 ქულით მოიგო. მეორე ნახევარში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა და „მგზავრებმა“ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა. 85:74 – „დინამომ“ მოიგო პირველი მატჩი და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

მატჩი ზედმეტად ემოციური გამოვიდა – ერთ მომენტში მსაჯებს ოთხი ტექნიკური ჯარიმის ჩვენება მოუხდათ.
„დინამოში“ 24 ქულით მიხეილ ბერიშვილი იყო ყველაზე შედეგიანი. 20 ქულა დააგროვა კაელ ტურპინმა.

„მგზავრებში“ 18 და 17 ქულა დააგროვეს, შესაბამისად, ადრიან ბოუიმ და კახა ჯინჭარაძემ.

სერიის მეორე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში სამშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.