„დინამომ“ მზადება განაახლა
„დინამომ“ მზადება განაახლა
თბილისის „დინამომ“ რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ, მეორე შეკრება დაიწყო. კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა, რომელმაც ძლიერი ქარის ფონზე ჩაიარა.
 
„დინამოელებს“ სლოვაკეთის ნაკრებში ნათამაშები ახალწვეული სტეფან ორშულაც შეემატა. 6 თებერვალს თბილისური გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას სერბულ „რადნიკთან“ გამართავს.
კახა ჩხეტიანის გუნდი 6 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრაში სერბულ „რადნიკს“ დაუპირისპირდება. შეკრებაზე ეს „დინამოელთა“ მეოთხე სპარინგ-მატჩი იქნება.