თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ არსებული კონტრაქტი ბაქარ ქარდავასთანაც გაახანგრძლივა. კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, საყრდენი ნახევარმცველი კლუბში 2020 წლის ჩათვლით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ბაქარ ქარდავა “დინამოში” ცხინვალიდან გადმოვიდა და მალევე გახდა გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე. 23 წლის ფეხბურთელმა სეზონში ეროვნული ლიგის 32 შეხვედრა ჩაატარა.
მანამდე გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს “დინამოს” კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა, ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ და ფიზიკური მომზადების უკრაინელმა მწვრთნელმა ვიტალი შპანიუკმა.