თბილისის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ „ციურიხში“ გადავიდა.
„ჩვენს კლუბსა და „ციურიხს“ შორის შედგა შეთანხმება. ამიერიდან მარცხენა მცველი – ლევან ხარაბაძე განათხოვრების წესით აღნიშნულ შვეიცარიულ კლუბში იასპარეზებს. შეთანხმება წელიწადნახევრით გაფორმდა“, – ცნობას „დინამოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
თბილისის „დინამოს“ 18 წლის მცველი ქუთაისელია და თამაშიც მშობლიურ ქალაქში დაიწყო, პროფესიონალ ფეხბურთელად კი თბილისის „დინამოში“ ჩამოყალიბდა. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 2018 წელს ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. შვეიცარიის სუპერლიგის „ციურიხში“ ის მეოთხე ქართველი იქნება – მანამდე კლუბში მიხეილ ყაველაშვილს, გოჩა ჯამარაულსა და ლადო ახალაიას უთამაშაით.
‘„ციურიხი“ ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გავიდა, სადაც კარლო ანჩელოტის’„ნაპოლის“ დაუპირისპირდება.