თბილისის “დინამო” 3 წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. მაგრამ ქვეყნის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა რამდენიმე საკვანძო მოთამაშის შენარჩუნება მოახერხა.
პირველი მათგანი გიორგი ზარიაა, რაზეც უკვე ვწერდით. მეორე ფეხბურთელი, რომელმაც გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, გუნდის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ოთარ კიტეიშვილია – 21 წლის ფეხბურთელმა “დინამოსთან” ახალი კონტრაქტი წელიწადნახევრით გააფორმა.
მათ გარდა, გუნდში რჩება ფიზიკური მომზადების უკრაინელი მწვრთნელი – ვიტალი შპანიუკმა “დინამოსთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ის მიხეილ ფომენკოსთან ერთად, სამი წელი უკრაინის ნაკრებში მოღვაწეობდა. “დინამომდე” სეზონი მან მახაჩკალის “ანჟიში” გაატარა, მანამდე კი ლვოვის “კარპატში” და კიევის “არსენალში” მუშაობდა.