„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებამდე ბარნს ოსეი დაიმატა.
„ჩვენმა კლუბმა 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ბარნს ოსეი დაიმატა. „დინამო თბილისმა“ ბარნს ოსეისთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – იუწყება „დინამო თბილისის“ ოფიციალური ვებგვერდი.
განელ ფეხბურთელს კარიერის ძირითადი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული. თამაშობდა „პასუშ დე ფერეირაში“, 2015 წელს იჯარით გაუშვეს „უნიან მადეირაში“, ხოლო 2017-2018 წლებში – „აროკაში“. განელი ფეხბურთელი შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა და 2019-2020 წლებში „აკადემიკაში“თამაშობდა, ხოლო 2020-2021 წლებში სეზონი „ნეა სალამინაში“ ჩაატარა.
26 წლის ფეხბურთელი ფლანგის შემტევი ნახევარმცველია. ბარნს ოსეი 2015 წელს განას ახალგაზრდული ნაკრების ფორმით ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა. გერმანული სამენეჯერო პორტალი განელი შემტევის სატრანსფერო ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ 7 და 14 ივლისს შეხვდება. პირველი მატჩი „დინამო-არენაზე“ 7 ივლისს გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 20:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.