„დინამომ“ დაადასტურა - იაშვილმა კონტრაქტი გააფორმა
„დინამომ“ დაადასტურა - იაშვილმა კონტრაქტი გააფორმა

პირველი არხის ინფორმაცია მცირე ხნის წინ, თბილისის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა – კლუბს ნოდარ იაშვილი შეუერთდა.

თბილისური კლუბის ცნობით, 25 წლის მარჯვენა მცველმა „დინამოსთან“ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. იაშვილმა საფეხბურთო კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, 2014 წლიდან კი „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა და წელს, გუნდთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა.

იაშვილი ერთხელ საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გაფართოებულ სიაშიც მოხვდა, მაგრამ ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ გამოცხადდა.