„დინამომ“ ჩემპიონურად დაიწყო - თბილისელებმა „დილა“ დაამარცხეს #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ახალი საფეხბურთო სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და გორში „დილა“ 2:1 დაამარცხა.
თბილისელებმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს. ულად-ომარ იმრანის პასით უსმანე კამარამ ყოფილი გუნდის კარი აიღო. გორის „დილამ“ ხუთ წუთში წონასწორობა ტიერი გეილის გოლით აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
დაპირისპირებაში „დინამო თბილისმა“ მეორედ დაწინაურება 53-ე წუთზე დავით სხირტლაძის ზუსტი დარტყმით მოახერხა, მაგრამ ერთ წუთში „დინამო“ კაცნაკლული დარჩა. მთავარმა არბიტრმა ჯიმი ტაბიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.
„დილამ“ ამ უპირატესობით ვერ ისარგებლა, მე-80 წუთზე კი გორელებიც 10 კაცით დარჩნენ – ზურაბ თევზაძემ თბილისელთა თავდამხმელი ზორან მარუშიჩი წესების დარღვევით შეაჩერა და მოედანი წითელი ბარათით დატოვა, „დინამომ“ კი მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა – 2:1.