„დინამომ“ ბოსნიელებთან წააგო - შეხვედრას ვაისი და იაშვილი დაესწრნენ (ვიდეო)
„დინამომ“ ბოსნიელებთან წააგო - შეხვედრას ვაისი და იაშვილი დაესწრნენ (ვიდეო)

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგ მატჩი ბოსნიის ჩემპიონატის მეცხერეადგილოსან „მლადოსტთან“ გამართა და დამარცხდა.

შეხვედრას ვლადიმირ ვაისი და ალექსანდრე იაშვილიც ესწრებოდნენ. მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე შეტევით დაწინაურება შეეძლოთ, თუმცა ლუკა ლოჩოშვილის დარტყმის შემდეგ ბოსნიელთა კარი ძელმა იხსნა.

დინამოელებმა მატჩის მსვლელობაზე კონტროლი მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე სათამაშო ინიციატივას ფლობდნენ. პირველ ტაიმში კახა ჩხეტიანის გუნდი შეტევის გამწვავებას რამდენჯერმე შეეცადა. მაგრამ შედეგიანად მეტოქის პირველივე შეტევა დასრულდა. ტაიმის ბოლოს ზუსტი თავურით ისაკოვიჩმა გაიტანა.

მეორე ნახევარში თბილისელებმა მეტი ძალებით შეუტიეს და ზედიზედ ორ მომენტი შექმნეს – ორივეჯერ გატანა თორნიკე ახვლედიანს შეეძლო, თუმცა ორივეჯერ „მლადოსტის“ მეკარეს კარგად ითამაშა. მწვავე გამოდგა ირაკლი ბუღრიძისა და გიორგი ზარიას შეტევებიც, მაგრამ შედეგი ვერ მოიტანა და საბოლოოდ, „დინამო“ დამარცხდა – 0:1.

დინამო 0-1 მლადოსტი

დინამო: მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, იაშვილი, ქარდავა, ნინუა, ქიმაძე, ორშულა, ბუღრიძე, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, სანდოხაძე, პაპავა, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, ბაბუნაძე, ახვლედიანი

მომდევნო შეხვედრას „დინამო“ 12 თებერვალს ჩაატარებს – თბილისელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის მეექვსეადგილოსანი „ოლექსანდრია“ იქნება.