„დინამომ“ ბომბარდირის წასვლა დაადასტურა - გუნდი კიდევ სამმა დატოვა
„დინამომ“ ბომბარდირის წასვლა დაადასტურა - გუნდი კიდევ სამმა დატოვა
ესპანელი მწვრთნელებისა და მოთამაშეების შემდეგ, თბილისის „დინამო“ კიდევ ოთხ მოთამაშეს შეელია – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„ლევან კუტალიას, მათე კვირკვიას, სერჰეი ლიტოვჩენკოს და მიჰაილო შიშკას არსებული კონტრაქტები ამოეწურათ და ჩვენს კლუბს დაემშვიდობნენ. დინამო თბილისი მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“ – წერია „დინამოს“ ოფიციალური გვერდზე.
ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, ლოგიკურიც იყო, რადგან კუტალიას გარდა, ყველა წასული სათადარიგოებში იყო და არ თამაშობდა. მათგან ერთი, ახალგაზრდა თავდამსხმელი მათე კვირკვია კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს.
ყველაზე მოულოდნელი ლევან კუტალიას წასვლა აღმოჩნდა, რომელიც 2019 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – არსებული ინფორმაციით, ის კარიერას ყაზახეთში, პავლოდარის „ირტიშში“ გააგრძელებს.