„დინამომ“ ბათუმელთა წაგებით ისარგებლა - „საბურთალო“ „დილას“ ჩამორჩა #1TVSPORT
31-ე ტურის ბოლო შეხვედრას „მიხეილ მესხი – არენამ“ უმასპინძლა, სადაც „საბურთალომ“ თბილისურ დერბიში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან თბილისურ დერბიში დამარცხდა.
„დინამოს“ გაუჩნდა შანსი, სხვაობა მინიმუმამდე შეემცირებინა გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“, რომელმაც „სამტრედიასთან“ მატჩი მოულოდნელად დათმო – 0:1 და საჩემპიონო უპირატესობა ვერ გაზარდა.
კახა ცხადაძის გუნდმა პირველი ტაიმი მეტოქეზე უკეთ ჩაატარა და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ზორან მარუშიჩმა საჯარიმოში ბურთი ნოდარ ქავთარაძეს გააყოლა, რომელმაც კარში ორჯერ დაარტყა, ხელი არავინ შეუშალა და „დინამო“ დააწინაურა – 1:0.
„საბურთალო“ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. შანსით ვერც კახა ცხადაძის გუნდმა ისარგებლა და საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა.
„საბურთალო“ 0:1 დამარცხდა, 50 ქულით მე-4 ადგილზე დაქვეითდა და გორის „დილას“ (53) ჩამორჩა. თბილისის „დინამომ“ (60) კი ბათუმის „დინამოს“ (64) წაგებით კარგად ისარგებლა და მნიშვნელოვანი გამარჯვებით საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნდა.