„დინამომ“ ამხანაგურებში მხოლოდ ერთი ესპანელი ათამაშა
„დინამომ“ ამხანაგურებში მხოლოდ ერთი ესპანელი ათამაშა

ქართულმა კლუბებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და საკონტროლო შეხვედრებს მართავენ. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის „დინამო“ „ცხინვალს“ შეხვდა და 3:1 მოიგო.

დინამოელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რადგან თბილისური გუნდის არაერთი ფეხბურთელი ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშია გამოძახებული.

ალექს კიერემე სინჯებზე მყოფი სამი ესპანელიდან ერთად-ერთი იყო, რომელმაც „ცხინვალთან“ ითამაშა. რაც შეეხება ბორის გაროსს და კარლეს მასს, მათ კახი კაჭარავა და „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი დააკვირდნენ და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანეს. ახლო მომავალში შესაძლოა ჩვენმა მწვრთნელებმა ესპანელი ფეხბურთელები საქმეში კიდევ ერთხელ ნახონ.

ამხანაგური მატჩი კი დინამოელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში ჯოხაძემ გახსნა, ცხინვალს კი გოლები კიერემემ, კიტეიშვილმა და ივანიშვილმა გაუტანეს.

დინამო 3:1 ცხინვალი

დინამო: ხარშილაძე, რუხაია, ივანისენია, თოთაძე, უგრეხელიძე, ნინუა, პ. კიტეიშვილი, კიერემე, ქოჩლაძე, ივანიშვილი, ერგემლიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქარდავა, კაკულია, კუცია, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, ძოწენიძე, ქაფიანიძე, გაბედავა, მირზიკაშვილი, გულდედავა.