ზურაბ დავითაშვილი კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა თავდამსხმელმა გადაწყვეტილება ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშების დასრულების შემდეგ მიიღო და ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონის რიგები უკვე დატოვა.
16 წლის თავდამსხმელმა პირველ არხთან დაადასტურა, რომ „დინამოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა. თუმცა, ჯერ დავითაშვილმა არ იცის, ახალ კლუბთან ხელშეკრულებას რა ხნით გააფორმებს.
მისი თქმით, ეს რუსეთის პრემიერლიგელი ყაზანის „რუბინის“ პოზიციაზეა დამოკიდებული, რომელსაც ქართველი ახალგაზრდის ტრანსფერის გამოსყიდვა სურს.
დავითაშვილის საკითხი სანამ გადაწყდება, „ლოკომოტივში“ ითამაშებს.
თბილისის „დინამოს“ აკადემიის გაზრდილი დავითაშვილის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ფეხბურთელია. „დინამოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ოქტომბერში, ეროვნული ლიგის XXVIII ტურში ფოთის „კოლხეთთან“ ჩაატარა.