დღეს, თბილისის „დინამომ“ დიღმის ბაზაზე სპარინგ-მატჩი საფეხბურთო კლუბ „თელავთან“ გამართა და 1:1 დაუზავდა მეტოქეს.
ანგარიში 50-ე წუთზე თბილისელთა ესპანელმა ახალწვეულმა ფრან კარბიამ გახსნა, რასაც ცოტა ხანში სტუმართა გოლიც მოჰყვა. 58-ე წუთზე ლაშა კუკუჯანაშვილმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„დინამო“ ზამთრის შეკრებას 24 იანვრიდან ანტალიაში გააგრძელებს. საწვრთნელი შეკრების განმავლობაში, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება, გუნდი 7 სპარინგ მატჩს ჩაატარებს
28 იანვარი
თბილისის „დინამო“ – პლოვდივის „ლოკომოტივი“
1 თებერვალი
თბილისის „დინამო“ – „სპარტაკ სუბოტიჩა“
5 თებერვალი
თბილისის „დინამო“ – „შიროკი ბრიეგი“ (ბოსნია)
.
11 თებერვალი
თბილისის „დინამო“ – „მარიბორი“ (სლოვენია)
15 თებერვალი
თბილისის „დინამო“ – „ლიეპაია“ (ლატვია)
19 თებერვალი
თბილისის „დინამო“ – ლუგანსკის „ზორია“ (უკრაინა)
23 თებერვალი
თბილისის „დინამო“ – ბრესტის „დინამო“ (ბელარუსი)