„დინამო თბილისში“ 15 წლის ფეხბურთელმა ითამაშა - საბა ხარებაშვილი სეზონის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში სეზონის რეკორდი დაფიქსირდა – „დინამო თბილისში“ 15 წლის ფეხბურთელმა ითამაშა.
„დინამო თბილისისა“ და „თელავის“ მატჩი, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა, 0:0 დასრულდა. თბილისელთა მწვრთნელმა, ანდრეს კარასკომ 73-ე წუთზე მოედანზე საბა ხარებაშვილი შეუშვა.
საბა 2008 წლის 3 სექტემბერსაა დაბადებული და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია – „თელავთან“ მატჩის დღეს თბილისელთა მცველი 15 წლის და 236 დღის იყო.