„დინამო თბილისმა“ ყველაზე ძვირადღირებული კლუბის სტატუსი დაიბრუნა #1TVSPORT
ბოლო წელიწადში პირველად, „დინამო თბილისმა“ საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბის სტატუსი დაიბრუნა და ბათუმის „დინამოს“ გადაასწრო – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ ბოლო შეფასება.
თბილისელებმა ზაფხულში რუსეთიდან დაბრუნებული ჯიმი ტაბიძე დაიმატეს – საქართველოს ნაკრებში ნათამაშები 26 წლის გამოცდილი მცველის ფასი კი 1,8 მილიონი ევრო გახლდათ – მისი ტრანსფერით „დინამოს“ ჯამური გუნდური ფასი 7,63 მილიონი ევრომდე გაიზარდა.
გერმანული საფეხბურთო ინტერნეტ-სააგენტოს შესაფებით, ეროვნულ ლიგის გუნდების ჯამური მაჩვენებელი 61 მილიონი ევროდან 39,80 მილიონამდე შემცირდა – ძირითადი დანაკლისი ბათუმის „დინამომ“ განიცადა, რომლის ღირებულებამაც 24 მილიონიდან 5,82 მილიონამდე შემცირდა. ეს ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის წასვლამ განაპირობა.
პირველ სამეულში ბათუმის და თბილისის „დინამოების“ შემდეგ ქუთაისის „ტორპედოც“ დაწინაურდა, რაც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ კიდევ ერთი სიახლეა. ბოლო ადგილზე კი ბოლნისის „სიონია“.
კლუბები – ეროვნული ლიგა 2022
დინამო თბილისი 7,63 მილიონი ევრო
ბათუმის დინამო 5,82
ქუთაისის ტორპედო 4,38
საბურთალო 4,26
გორის დილა 4,06
სამგურალი 3,71
თელავი 2,70
ლოკომოტივი 2,66
გაგრა 2,43
ბოლნისის სიონი 2,17