„დინამო თბილისმა“ წარუმატებელი სერია „სამტრედიასთან“ მოგებით შეწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
ბათუმის „დინამოსთან“ და „საბურთალოსთან“ წაგების შემდეგ „დინამო თბილისი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და „სამტრედიასთან“ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ სტუმართა მეკარემ, რეზო ლომიძემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.
„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი მეორე ტაიმში მოხდა. 59-ე წუთზე ლომიძემ გუნდი ვეღარ გადაარჩინა – „სამტრედიის“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი მოისწრაფიშვილმა უნაკლოდ შეასრულა. 86-ე წუთზე სტუმრების შეტევა თბილისელებმა ჩაჭრეს, სამტრედიელთა მეკარე წინ იყო გამოსული და მოისწრაფიშვილმა ლამის ცენტრიდან (დააახლოებით 45 მეტრიდან) ულამაზესი გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 90+4-ე წუთზე ლაშა ოდიშარიამ დააფიქსირა 3:0.
„დინამო თბილისმა“ 34 ქულა დააგაროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა – გუნდმა გორის „დილას“ (34) დამატებთი მაჩვენებლებით გადაასწრო. „სამტერდია“ (11) კი მეცხრე პოზიციაზე დარჩა.