„დინამო თბილისმა“ ვიტალი დარასელიას თასის გათამაშება მოგებით დაიწყო #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ვიტალი დარასელიას თასის გათამაშება მოგებით დაიწყო #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ვიტალი დარასელიას თასის გათამაშების პირველ შეხვედრაში იტალიური „მონცა“ 2:0 დაამარცხა.

ტურნირი ამ დაპირისპირებით გაიხსნა. 32-ე წუთზე ანგარიში თორნიკე გულიაშვილმა გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილმა იტალიელებს მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე შეხვედრა „სევილიასა“ და „ჯენოას“ შორის 1:1 დასრულდა. იტალიელებმა ქულა ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაარჩინეს. „სევილიას“ შემადგენლობიდან გოლი პერეს მონრეალმა გაიტანა, „ჯენოადან“ კი – ალესანდრო პალიარიმ.

ტურნირს 4-დან 9 აპრილის ჩათვლით „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემია მეხუთედ მასპინძლობს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 16-წლამდე ასაკის გუნდებს შორის ტარდება და მასში ექვსი კლუბი მონაწილეობს.

ტურნირზე „დინამო თბილისისა“ და „მონცას“ გარდა, იტალიური „ჯენოა“, ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქშეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“ მონაწილეობენ.

ფინალური შეხვედრა 9 აპრილს გაიმართება.