„დინამო თბილისმა“ „შუქურა“ დაამარცხა - ცხადაძის გუნდმა ბათუმელებთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 25-ე ტური ფოთში გამართული შეხვედრით დაიწყო – სტადიონის რეკონსტრუქციის გამო „შუქურამ“ „დინამო თბილისს“ მეზობელ ქალაქში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
თბილისელებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს. თორნიკე მორჩილაძის გადაცემას ზორან მარუშიჩმა თავი დაახვედრა და „შუქურას“ კარი აიღო 0:1. 44-ე წუთზე კი დავით სხირტლაძემ მეკარესთან პირისპირ ბარნს ოსეი დატოვა და „დინამოს“ განელმა ლეგიონერმა ქობულეთელთა კარი მეორედ აიღო.
შესვენების შემდეგ „დინამომ“ უპირატესობა გაზარდა. 64-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევა მილან რადინმა კარის წინ ზორან მარუშიჩს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა 0:3. რადინმა 83-ე წუთზე დაახლოებით იგივე პოზიციიდან ლევან ხარაბაძე მოძებნა და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4 „დინამო თბილისის“ სასარგებლოდ.
25 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 48 ქულა დააგროვა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა ბათუმის „დინამოსთან“, რომელიც დღეს „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ ესტუმრება. „შუქურა“ კი 21 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე დარჩა და ვერც საკუთარ თავს დაეხმარა და ვერც – მეზობელ ბათუმის „დინამოს“.