„დინამო თბილისმა“ საქართველოს სუპერთასის მოგებისთვის 60 ათასი ლარი მიიღო #1TVSPORT
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების მონაწილე გუნდებმა საპრიზო ფონდი გადაინაწილეს.
ფინალში „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამო“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. ტიტულთან ერთად, თბილისურმა კლუბმა დამატებითი ფინანსებიც მიიღო. საქართველოს სუპერთასის გათამაშების საპრიზო ფონდი 150 ათასი ლარი იყო. აქედან „დინამო თბილისს“ 60 ათასი ლარი შეხვდა.
დარჩენილი 90 ათასი ლარი სამ გუნდზე გადანაწილდა. შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ ასევე პენალტების სერიაში (5:4) დაამარცხა. მეორეადგილოსანი ბათუმის „დინამო“ 40 ათასი ლარით დაჯილდოვდება, მესამეზე გასული „ტორპედო“ 30 ათასს მიიღებს, ხოლო გორის „დილა“ – 20 ათასს.
ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მონაწილეობდა. „დინამო თბილისი“ მოქმედი ჩემპიონია, ქუთაისის „ტორპედო“ – დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი. გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ.