„დინამო თბილისმა“ „პეტრო არენაზე“ „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „პეტრო არენაზე“ „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის „დილას“ უმასპინძლა და დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.

შეხვედრა თბილისელებმა, მშობლიური „დინამო არენის“ ნაცვლად, „პეტრო არენაზე“ გამართეს, მიზეზი ეროვნულ არენაზე გამართული ბრუნო მარსის კონცერტი იყო, რომლის შემდეგაც მოედნის საფარი მოსაწესრიგებელი გახლდათ.

„დინამო თბილისმა“ ანგარიში მე-11 წუთზე გიორგი ხარაიშვილის გოლით გახსნა. შვიდ წუთში მასპინძელთა უპირატესობა ანრი მექვაბიშილმა გაზარდა, ხოლო 24-ე წუთზე უსმანე კამარამ ყოფილ გუნდს მესამე გოლი გაუტანა.

ფაქტობრივად, თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო და „დინამო“ შესვენების შემდეგ ინერტული იყო. გორელებამ კი 71-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს. „დილას“ კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ უძლიერესი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1.

28 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 55 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 7 ქულით ჩამორჩება. გორის „დილა“ (44) კი მეოთხე ადგილზე დარჩა, მაგრამ „საბურთალოს“ (45) გადასწრების შანსი ვერ გამოიყენა.