ეროვნული ლიგის განახლებამდე, „დინამო თბილისი“ ორკვირიან იზოლირებულ შეკრებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების COVID19- ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა. სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, სფფ- ს ეგიდით, მატჩის განაცხადში შემავალ ოფიციალურ პირებს ტესტირება ჩაუტარდა და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
იზოლირებული შეკრება ეროვნული ლიგის ყველა კლუბებისთვის იზოლირებული შეკრება სავალდებულოა. ამის შემდეგ, ჩემპიონატის განახლებამდე მატჩის განაცხადში შემავალ ყველა ოფიციალურ პირს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.
ეროვნული ლიგის გათამაშება მესამე ტურიდან, 25 ივნისს „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩით განახლდება.