დინამო თბილისმა მერანს სძლია და ლიდერობა დაიბრუნა
დინამო თბილისმა მერანს სძლია და ლიდერობა დაიბრუნა
ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ბოლო, მე-9 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სტადიონ „მიხეილ მესხი 2-ზე“ „დინამო თბილისი“ თბილისის „მერანს“ ესტუმრა, დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა.
უპირატესობას „დინამო“ ფლობდა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 45+4-ე წუთზე გახსნა. ვიტორ პერნამბუკოს დარტყმული ბურთი „მერანის“ მეკარე რეზო თევდორაძემ მოიგერია, მაგრამ ბურთი ლუკა ლოჩოშვილს მიუგორდა, რომლის გადაცემითაც სტუმრები დავით კობოურმა დააწინაურა 1:0.
მეორე ტაიმში, „დინამომ“ უპირატესობა გაზრადა: გიორგი კუციას შესრულებული ჯარიმის შემდეგ საიმონ ბენიო გაიტანა და – 2:0. „მერანმა“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო – 90+1-ე წუთზე, „დინამოს” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რეზო გეწაძემ გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საბოლოოდ, შეხვედრა „დინამოს“ გამარჯვებით (2:1) დასრულდა.
9 ტურის შემდეგ გუნდმა 18 ქულა დააგროვა, 2 ქულით ჩამოიტოვა გორის „დილა“ და გალიდერდა. თუმცა, გორელებს ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვთ. თბილისის „მერანი“ კი 4 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-10 ადგილზეა.
მე-9 ტურის დანარჩენი მატჩების განრიგი:
კვირა, 9 აგვისტო
ჩიხურა – დინამო (ბთ)
17:30. მიხეილ მესხი – თბილისი
ორშაბათი, 10 აგვისტო
დილა – ლოკომოტივი
21:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
სამშაბათი, 11 აგვისტო
სამტრედია – საბურთალო
17:30. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია