ლუკა ლაცაბიძე კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს – ინფორმაცია „დინამო თბილისის“ პრესსამსახურმა დაადასტურა.
„ლუკა ლაცაბიძე კარიერას „შახტარში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისელთა ახალგაზრდა მცველი კარიერას უკრაინის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.
„დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ლუკა ლაცაბიძეს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერს კლუბის პრესსამსახური გავრცელებულ ცნობაში.
ლუკა ლაცაბიძე ხაშურელია, მაგრამ ცხრა წლიდან „დინამო თბილისის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. ამავე პერიოდში ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში იასპარეზა.