„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გათამაშების ლიდერს, „იბერიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ანგარიში პირველ ტაიმში „დინამო თბილისმა“ გახსნა. გიორგი ლორიასგან ბურთი მოედნის ცენტრთან ოსკარ სანტისმა მიიღო, მცველს გასცდა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა დაარტყა – „იბერიის“ მეკარე შეცდა და ბურთი ბადეში გაეხვია.
42-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან „იბერიის“ მცველი გიორგი ჯგერენაია გააძევა და სტუმრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „დინამომ“ თამაში მოგებამდე მიყვანა.
„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით (17 ქულა) სატურნირო მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა და ისევ მე-5 ადგილზე დარჩა, მაგრამ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა, „იბერია“ (29) კი კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ შესაძლოა, ბათუმის „დინამო“ (26) დაეწიოს, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.