„დინამო თბილისისთვის“ ევროსეზონი დასრულდა - „მაკაბიმ“ ჩვენი ჩემპიონი 5:1 დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ისრაელში კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდა და ამჯერადაც დამარცხდა.
პირველი მატჩი ჰაიფელებმა 2:1 მოიგეს და თბილისელები რთულ მდგომარეობაში იყვნენ. ცხადია, ფავორიტი ისრაელის გუნდი იყო და „მაკაბიმ“ „სემი ოფერი არენაზე“ გამართული განმეორებითი მატჩიც კარგად დაიწყო – მე-17 წუთზე ანგარიში მაორ ლევიმ გახსნა.
თბილისელებმა მალე მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს – ზორან მარუშიჩის გადაცემით ჰაიფელთა კარის აღება „დინამოს“ ახალწვეულმა ბარნს ოსეიმ აიღო და თბილისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაუბრუნა. თუმცა, 37-ე წუთზე ჰაიფელები ბოგდან პლანიჩმა ისევ დააწინაურა და ტაიმი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
მეორე ტაიმში ისრაელის ჩემპიონმა კიდევ სამი გოლი გაიტანა – იუვალ აშკენაზიმ (81, 85) დუბლი შეასრულა, ერთიც ომარ აცილის (75) ანგარიშზეა და „დინამომ“ 1:5 წააგო. საქართველოს ჩემპიონმა ევროსეზონი ისე დაასრულა, ერთი თამაშიც ვერ მოიგო.