„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი გვატემალის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ლეგიონერი ოსკარ სანტისი გვატემალის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. თბილისელთა 25 წლის თავდამსხმელი გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებისთვის ემზადება. გვატემალის ნაკრები ორ გასვლით მატჩს გამართავს – 12 ოქტომბერს გაიანას დაუპირისპირდება, ხოლო 16 ოქტომბერს – კოსტა რიკას ეთამაშება.
სანტისი „დინამო თბილისში“ იანვარში ჩაირიცხა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. გვატემალელმა ფეხბურთელმა თბილისურ გუნდში 25 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ოსკარ სანტისი 2021 წლიდან გვატემალის ნაკრების წევრია, რომლის შემადგენლობაშიც 36 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. სანტისი გვატემალის ჩემპიონი და კონკაკაფის ლიგის გამარჯვებულია.