„დინამო თბილისის“ ინიციატივითა და საქართველოს ფოსტის დახმარებით ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის მარკა გამოვიდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ინიციატივითა და საქართველოს ფოსტის დახმარებით ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის მარკა გამოვიდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ინიციატივითა და საქართველოს ფოსტის დახმარებით, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის მარკა გამოიცა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ბასა ღოღობერიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული მარკის ესკიზის ავტორი ბაადურ ქობლიანიძე გახლავთ.

2022 წელი თბილისი „დინამოსთვის“ ბასა ღოღობერიძის სახელობის იყო. სეზონის დასაწყისში თბილისური გუნდის სათამაშო ფორმაზე სპეციალური სიმბოლიკა – „ბასა 100“ დაიტანეს. ამიერიდან კი „დინამო არენაზე“ აღმოსავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსი ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს ატარებს.

მარკის ღირებულება 1 ლარია და უკვე გაყიდვაშია.