„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი ოსკარ სანტისი გვატემალის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ შემტევი ოსკარ სანტისი მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გვატემალის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
სანტისი 24 წლისაა და „დინამო თბილისს“ ზამთარში „ანტიგუადან“ შეუერთდა. ის გვატემალის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ხოლო ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2021 წლიდან იწვევენ.
„დინამოს“ ახალწვეულმა ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 29 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. 2021 წლის 4 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან მან სადებიუტო გოლი გაიტანა გვატემალის ნაკრებში.
სანტისის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 22 მარტს გვატემალა ეკვადორს ესტუმრება, ხოლო 25 მარტს ვენესუელას ჰიუსტონში შეხვდება.