„დინამო თბილისის“ ექსმწვრთნელმა ტიმოშჩუკზე ისაუბრა - მამაშენი ომშია, შენ კი ომის შეჩერებასაც არ ითხოვ, არ თქვა, რომ უკრაინელი ხარ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ექსმწვრთნელმა ტიმოშჩუკზე ისაუბრა - მამაშენი ომშია, შენ კი ომის შეჩერებასაც არ ითხოვ, არ თქვა, რომ უკრაინელი ხარ #1TVSPORT

ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი, „დინამო თბილისის“ ექსმწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი ვერ ხედავს მიზეზს, რომ უკრაინამ აპატიოს დუმილი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთში არიან და სამშობლოს ნგრევაზე ხმას არ იღებენ.

„ომის დროს ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიკავოს ის პოზიცია, ვის უჭერს მხარს. სხვა გზა არ არის. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რასაც აკეთებს ტიმოშჩუკი. წავიკითხე მისი ყოფილი მენეჯერის ვერსია, რომ სხვაგვარად არ შეეძლო. შეცვალე პასპორტი და არ თქვა, რომ უკრაინელი ხარ!

– მეზიზღება ხალხი, ვინც ომის დროს დუმს. მამაშენი ქვეყნის დასაცავად წავიდა და შენ იმასაც ვერ ამბობ – „შეაჩერე ომი!“. ვორონინმა მოსკოვის „დინამო“ დატოვა. შენც გამოავლინე ხასიათი. როგორც ჩანს, ტიმოშჩუკს უფრო მეტი აკავშირებს რუსეთთან, ვიდრე ეს ბიზნესია. არც ერთი უკრაინელი ფეხბურთელი არ უნდა დარჩეს ჩვენს წინააღმდეგ ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე.

– ვფიქრობ, ასეთების უმეტესობას უკრაინისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი აქვთ. ისინი არ დაბრუნდებიან. ჩემი აზრით, ტიმოშჩუკი და ორდეცი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ. ეს მათი უფლებაა. მაშინ ვფიქრობ, რომ უკრაინის ფედერაცია სწორად მოიქცა, ტიმოშჩუკს სამწვრთნელო ლიცენზია და მთელი რეგალიები რომ ჩამოართვა. ამ ვითარებაში ისინი ჩემთვის, როგორც ადამიანები აღარ არსებობენ. ტიმოშჩუკისა და ორდეცის გარდა, არ მახსენდება ფეხბურთში ადამიანები, რომლებმაც თავი ასე ნეგატიურად გამოიჩინეს“, – განაცხადა გროზნიმ FanDay-თან ინტერვიუში.