„დინამო თბილისი“ 2023 წლის დასაწყისში ყველაზე ძვირად ღირებული ქართული კლუბია – ეროვნული ლიგის კლუბების საბაზრო ღირებულება „ტრანსფერმარკტმა“ განაახლა.
გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ კლუბების ჯამური ღირებულება ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე შეადგინა. საქართველოს ჩემპიონატის ათივე გუნდის ფასი 42.15 მილიონი ევროა.
ახალი მონაცემებით, „დინამო თბილისი“ (საბაზრო ღირებულება 9,08 მილიონი ევრო) ყველაზე ძვირად ღირებული ქართული კლუბი გახდა. ბოლო წლების ლიდერი ბათუმის „დინამო“ (7,48 მლნ) მეორე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (5,38) სამეულში დაწინაურდა.
ეროვნული ლიგის კლუბების საბაზრო ღირებულება:
დინამო თბილისი 9,08 მილიონი ევრო
დინამო ბათუმი 7,48
ქუთაისის ტორპედო 5,38
საბურთალო 4,64
სამგურალი 3,43
დილა გორი 3,08
გაგრა 3,03
სამტრედია 2,24
თელავი 2,08
შუქურა 1,75
ჯამური ღირებულება – 42.15 მილიონი ევრო.