თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ევროსეზონს იწყებს. 15 დეკემბერს, 17 საათზე პირველ მატჩში ის იტალიის ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის „ბრეშას“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ჩემპიონი B ჯგუფში მოხვდა, სადაც კიდევ 5 კლუბია: „იადრან ჰერცეგი“ (მონტენეგრო), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) და „ბრეშა“ (იტალია).
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდს რევაზ ჩომახიძის ნაცვლად გელა ტუკვაძე მოამზადებს. კლუბი დატოვა რამდენიმე მოთამაშემ: ნიკოლა ცრეპულიამ, ფაბიო ბარალდიმ, ნიკა შუშიაშვილმა და ხვიჩა ჯახაიამ, მათ ნაცვლად „დინამო თბილისში“ ჩაირიცხნენ გამოცდილი წყალბურთელები – სერბი მსოფლიოს თასის მფლობელი დუშან ვასიჩი და მონტენეგროელი თავდამსხმელი იოვან სარიჩი.
დინამოს ჯგუფური შეჯიბრების თარიღი
B ჯგუფი, (ბუდაპეშტი, 15-17 დეკემბერი)
15 დეკემბერი – დინამო-ბრეშა
16 დეკემბერი – ბარსელონიტა-დინამო
17 დეკემბერი – დინამო-იადრანი
დინამო