თურქული შეკრებაზე „დინამო თბილისი“ საკონტროლო მატჩში უზბეკურ გუნდს, სამარყანდის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მეტოქე უზბეკეთის ჩემპიონატის გასული სეზონის აუტსაიდერი იყო, ტურნირი ბოლო ადგილზე დაასრულა, მაგრამ ლიგაში მაინც დატოვეს. სამარყანდელებმა შეკრებაზე წინა სამი მატჩი წააგეს – „ვოლგარ-ასტრახანთან“, „ზენიტთან“ და „როსტოვთან“.
უზბეკურმა გუნდმა ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნა. შესვენების შემდეგ ანდრე კარასკოს გაწვრთნილებმა შეუტიეს. 72-ე წუთზე სამარყანდელების მოთამაშე მოედნიდან გააძევეს. „დინამოს“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსებიც ჰქონდა, მაგრამ სამარყანდის „დინამოს“ მეკარემ ორჯერ გუნდი გადაარჩინა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
„დინამო თბილისი“ – სამარყანდის „დინამო“ 1:1
„დინამო“: ბერუაშვილი, სალუქვაძე, უგრეხელიძე, ჰარუნა, გოგნაძე, ლომინაძე, შუქუროვი, კვერენჩხილაძე, სალია, გოცირიძე, იობაშვილი
სათადარიგოები: საური, მაისურაძე, აკპუჯე, ოსიყმაშვილი, რომანოვსკი, სიხარულაშვილი, სანტისი, საიმონი