ქართული „კლასიკოს“ გამართვის დღე გაირკვა – თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ 31 ოქტომბერს უმასპინძლებს – მატჩი „დინამო-არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული საფებხურთო ლიგის ყველაზე სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრა 22-ე ტურში, 26 აგვისტოს უნდა გაართულიყო. მაგრამ ევროსარბიელზე მონაწილეობის გამო, ქუთაისის „ტორპედოს“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ოთხი შეხვედრა გადაუდეს.
„ტორპედოს“ გამოტოვებული შეხვედრების კალენდარი ასეთია –
ტური 19
3 ოქტომბერი
„ტორპედო“ – „დილა“, 19:00 საათი. ქუთაისი. სტადიონი რამაზ შენგელია
ტური 21
17 ოქტომბერი
„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“, 19:00 საათი. ქუთაისი. სტადიონი რამაზ შენგელია
ტური 22
3 ოქტომბერი
„დინამო“ – „ტორპედო“, 20:00 საათი. თბილისი. სტადიონი „დინამო-არენა“