„დინამო თბილისი“ თელავში ქულას დასჯერდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ თელავში ქულას დასჯერდა #1TVSPORT

„თელავი“ „კავკასიონი არენაზე“ დაბრუნდა – გია ცეცაძის გუნდმა გათამაშების ლიდერს, „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.


თელავი – დინამო (თბ) 2:2


გოლები: 0:1 სიგუა (15). 0:2 კამარა (33). 1:2 ფირანაშვილი (44). 2:2 აშორტია (66. ლ. კოხრეიძის პასით).

 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში თბილისელები 17 წლის გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირია.

35-ე წუთზე „დინამოს“ უპირატესობა უსმანე კამარამ გაზარდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს (44) „თელავის“ ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 1:2.

მეორე ნახევარში თამაშის გადასარჩენად „თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ შეტევა გააძლიერა და მიზნასაც მიაღწია – 65-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა იმედა აშორტიამ დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა 2:2.

მეხუთე ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 13 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (13) გაუთანაბრდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით თბილისელები ეროვნულ ლიგაში ისევ გალიდერდნენ, „თელავს“ კი ხუთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.