„დინამო თბილისი“ შეიკრიბა - ბირთვი ახალგაზრდულია, გუნდმა იჯარით წასულები დაიბრუნა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დიღმის ბაზაზე დაიწყო. დინამოელები შეკრების პირველ ეტაპს 27 იანვრამდე დედაქალაქში გაივლიან და ტესტ მატჩსაც გამართავენ.
27 იანვრიდან ვიცე-ჩემპიონმა შეკრების მეორე ეტაპი ანტალიაში დაგეგმა, სადაც ანდრეს კარასკოს გუნდი თურქეთში 20 თებერვლამდე გაჩერდება და ხუთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. სპარინგ პარტნიორთა შესახებ ინფორმაცია მალე დაზუსტდება.
გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა. გუნდთან არ ვარჯიშობენ მეკარე დავით კერესელიძე, ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, ბარნს ოსეი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი კი უზბეკეთში გადავიდა. გასული სეზონის ლიდერებიდან მხოლოდ გიორგი ლორია, ანზორ მექვაბიშვილი და დავით სხირტლაძე დარჩნენ.
„დინამოში“ წყალტუბოს „სამგურალიდან“ იჯარის შემდეგ დაბრუნდა ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე, ხოლო ლატვიიდან – ნიკა ცხოვრებაშვილი. სარეზერვო გუნდიდან დააწინაურეს მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი, მათე საური, თემო გოგნაძე, ლუკა სალუქვაძე, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი მეფარიშვილი, ოთარ აფციაური, შოთა კვერენჩხილაძე, ნიკოლოხ უგრეხელიძე, სანდრო ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლაშა ოდიშარია, ნიკა სიხარულაშვილი, ჯადული იობაშვილი და ვახტანგ სალია.
პირველ სავარჯიშო პროცესში კი 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა:
მეკარეები: გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი, მათე საური
მცველები: გიორგი მაისურაძე, სანდრო კალანდაძე, დავით კობოური, კიკე ლოპესი, თემო გოგნაძე, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი მეფარიშვილი
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, შოთა კვერენჩხილაძე, ნიკოლოხ უგრეხელიძე, ლევან ოსიყმაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლაშა ოდიშარია, ნიკა სიხარულაშვილი
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი, დავით სხირტლაძე, ვახტანგ სალია