„დინამო თბილისი“ - 13 ივნისს უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს რომან ფიფიამ ბინები შეუძინა
„დინამო თბილისმა“ 2015 წლის 13 ივნისს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე საგანგებო წერილი გაავრცელა.
„დღეს 13 ივნისია. ხუთი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. ვუსამძიმრებთ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი იყო, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის“, – ვკითხულობთ „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
თბილისური კლუბის ცნობით, 5 წლის წინანდელი ტრაგედიის დროს დაზარალებულებს გუნდი და მისი პრეზიდენტი გვერდში დაუდგნენ: „სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში მოსახლეობას ჩვენი ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველანი გვერდში ედგნენ. წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს. რაც მთავარია ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს საცხოვრებელი ფართი შეუძინა“.