„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე სერბეთის სუპერლიგის „რადნიკი“ იყო.
ლარაში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და ფრედ დასრულდა – 2:2.
სერბულ გუნდთან ანგარიში 43-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახსნა. შემდეგ „რადნიკმა“ ჯერ წოანსწორობა აღადგინა, შემდეგ კი დაწინაურდა – თავი პავლოვმა (47) და იოკიჩმა (75) გამოიჩინეს. სერბების მეორე გოლი უჯნიკალური იყო. მცველმა მარცხენა ფლანგზე ბურთი მოიპოვა და კარიდან გამოსულ თბილისელთა მეკარეს დააახლოებით 80 მეტრიდან გაუტანა.
მიუხედავად ამისა, 78-ე წუთზე თბილისელთა ახალწვეულმა თორნიკე ახვლედიანმა სერბების კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა 2:2.
დინამოელთა განაცხადში არ იყვნენ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები. მათ გარდა, მატჩი ნოდარ ქავთარაძემაც გამოტოვა, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას თბილისში გაივლის.