ევროთასებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება მე-12 ტურის მატჩით განახლდა, მაგრამ „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩი, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 23 ოქტომბერს ჩატარდება.
საქართველოს პირველ არხს „საბურთალოს“ პრეს-სამსახურში განუმარტეს, რომ მიზეზი ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩია, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.
„დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა „დინამო-არენაზე“ უნდა გამართულიყო, სადაც „ჯავოროსნები“ ბელარუსს მიიღებენ და იმის გამო, რომ მოედანი კარგ მდგომარეობაში იყოს, 4 დღით ადრე სხვა მატჩის გამართვა მიზანშეუწონლად ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩის გარდა, კალენდარში სხვა ცვლილებებიც შევიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივზიონის ნახევარფინალური ეტაპის მატჩისთვის მზადებას 5 ოქტომბერს დაიწყებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა უკვე დაასახელა.