„დინამო“ რომანოვსკიმ და აკპუჯემ დატოვეს - სანტისი მესის არგენტინას დაუპირისპირდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ორ ლეგიონერს დაემშვიდობა, კიდევ ერთი ლეგიონერი – ოსკარ სანტისი კი ლეო მესის არგენტინას დაუპირისპირდა, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„ლიეტუველმა ნახევარმცველმა, დანიელ რომანოვსკიმ და ნიგერიელმა მცველმა, ჯოშუა აკპუჯემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს დედაქალაქური კლუბი. „დინამო“ მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„დინამო თბილისის“ გვატემალელი შემტევი ოსკარ სანტისი, საკუთარ ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ამხანაგურ შეხვედრაში ლეგენდარულ ლიონელ მესისა და არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდა.
თბილისური კლუბის თავდამსხმელი გვატემალის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა, მატჩი კი არგენტინელების გამარჯვებით (4:1) დასრულდა.