თბილისის „დინამოს“ აკადემიის გუნდი მარტვილში დასრულებული „მომავლის თასის“ გათამაშების გამარჯვებულია.
ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართებოდა, ხოლო „დინამო“ ერთი წლით უმცროსი გუნდით ასპარეზობდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კახა გოგოლაძის გუნდმა მარტვილის „დინამო“ 2:1 დაამარცხა.
10-დან 15 სექტემბრის ჩათვლით მარტვილი კიდევ ერთ ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება. „დინამო“ კვლავ ერთი წლით უმცროსი გუნდით გამოვა.
თბილისის „დინამოსა“ და მარტვილის საფეხბურთო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი წელს გაფორმდა. მიზანი ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა და გაზრდაა. ტურნირიც ამ მიზნით გაიმართა.