„დინამო თბილისი“ დღეს ისევ თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრა. ზამთრის მეორე შეკრების ჩასატარებლად თბილისელები სასტუმროში დაბინავდნენ და საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს.
დინამოელები ტესტმატჩებს 13 თებერვლიდან გამართავენ.
გუნდს თურქეთში სინჯებზე მყოფი უკრაინელი სერგეი პეტკო და ბელარუსი ტერენტი ლუცევიჩი შეუერთდებიან. ლაშა ქოჩლაძეს მიკროტრავმა აწუხებს და თბილისში დარჩა, თუმცა თურქეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.
„დინამო“ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი კუცია, ნიკა ბასარია, დავით კობოური, ფირუზ გაბიტაშვილი, გუჯა რუხაია, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლევან ხარაბაძე, აკაკი შულაია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბუდუ ზივზივაძე და დმიტრო ივანისენია.