„დინამო“ ბულგარეთის ჩემპიონთან დამარცხდა [ვიდეო]

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეხუთე სპარინგ-შეხვედრა ბულგარეთის ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონთან, რაზგრადისლუდოგორეცთან“ გამართა და დამარცხდა.

ბელეკში გამართულ მატჩამდე დინამოელებს სერბი ნახევარმცველი მილან რადინი შეუერთდა, რომელიც სერბეთის ჩემპიონატის საკლუბო ნაკრებთან ერთად აშშ- ში შეკრებაზე იმყოფებოდა.

შეხვედრა „დინამომ“ ძალიან კარგად დაიწყო: მე-2 წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში ზორან მარუშიჩმა გადაგზავნა და ანგარიში გახსნა – 1:0. 23-ე წუთზე ბულგარელთა თავდამსხმელმა კირილ დესპოტოვმა წონასწორობა აღადგინა. 31-ე წუთზე კი, რუმინელმა ბომბარდირმა კლაუდიო კეშერუმლუდოგორეცი“ 2:1 დააწინაურა​.

მეორე ტაიმში თბილისელებს იგივე შეემთხვათ, რაც კიევის „დინამოსთან“ წინა სპარინგში – უტევდნენ და საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს, დაცვაში კი ბავშვური შეცდომა დაუშვეს, რითაც ბულგარელთა ნახევარმცველმა მავის ჩიბოტამ 76-ე წუთზე ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 „ლუდოგორეცის“ სასარგებლოდ.