„დინამო ბათუმი“ „მილანის“ საფეხბურთო ბანაკს მასპინძლობს
„დინამო ბათუმი“ „მილანის“ საფეხბურთო ბანაკს მასპინძლობს

ბათუმის „დინამოს“ ანგისას საფეხბურთო ბაზაზე „მილანის“ საფეხბურთო ბანაკი გაიხსნა. იტალიური საფეხბურთო გრანდის კემპი ბათუმში 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და მას „მილანის“ ასაკობრივი მწვრთნელები გაუძღვებიან.

ორგანიზატორი ბანაკის მონაწილეებს ანგისას საწვრთნელ ბაზაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის „დინამოს“ გენერალური სპონსორი არჩილ ბერიძე, გუნდის სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე ესტუმრნენ.

შეგახსენებთ, აგვისტოში გადაწყდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი „მილანის“ საფეხბურთო აკადემიას საქართველოში გახსნის. საქართველოში „მილანის“ წარმომადგენელმა ანა წერეთელმა მაშინ განაცხადა, რომ მანამდე იტალიური საფეხბურთო გრანდის საფეხბურთო ბანაკი მოეწყობოდა.