„დინამო ბათუმის“ ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აჭარული გუნდი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ნაკრებთან ერთად, ასევე გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას.
„ს.კ. “დინამო” ბათუმი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას.და გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია. წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად!“, – ნათქვამია განცხადებაში.