„დინამო 2“-მა ლიდერობა შეინარჩუნა - „ლოკომოტივი“ ისევ ვერ იგებს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში მორიგი ცვლილებები გამოიწვია, მაგრამ ლიდერი უცვლელია – „დინამო თბილისი 2“.
მერვე ტური
სპაერი – რუსთავი 0 : 1
დინამო-2 თბ – შტურმი 3 : 1
ვიტ ჯორჯია – სიონი 1 : 0
გარეჯი – ხობის კოლხეთი 2 : 1
არაგვი – ლოკომოტივი 3 : 1
„არაგვი“ საშინაო შეხვედრაში სართიჭალაში თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. თუმცა ანგარიში 37-ე წუთზე სტუმრებმა ნიკოლოზ ბაშელეიშვილის გამოყენებული პენალტით გახსნეს. 67-ე წუთზე ანგარიში გიგა ამბროლაძემ გაათანაბრა, 72-ე წუთზე თავი თენგიზ ბრეგვაძემ გამოიჩინა, სამ წუთში კი საბოლოო ანგარიში კობა ქებურიამ დააფიქსირა – 3:1. „არაგვმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
„რუსთავმა“ გასვლაზე „სპაერი“ 1:0 დაამარცხა. მე-12 წუთზე ანგარიშის გახსნა სტუმართა თავდამსხმელს, ბაჩუკი გოცაძეს შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. ერთადერთი გოლი კი 45-ე წუთზე გიორგი გაბედავამ გაიტანა. ანალოგიური ანგარიშით „ვიტ ჯორჯიამ“ გლდანის საფეხბურთო ცენტრში ბოლნისის „სიონს“ ირაკლი ჯავახიშვილის გოლით (71) სძლია.
„დინამო თბილისი -2“-მა სართიჭალის „შტურმი“ 3:1 ლუკა ფრიდონიშვილის (13), ლუკა წულაიას (45+3) და თეიმურაზ ოდიკაძის (87) გოლებით დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. სტუმრებიდან თავი გურამ ლუკავამ (42) გამოიჩინა.
საგარეჯოს „გარეჯმა“ ხობის „კოლხეთს“ 2:1 სძლია. გამარჯვებულებიდან გოლები თორნიკე ძებნიაურის (2) და ლაშა ჯღამაია (23 – ავტოგოლი) ანგარშზეა. ხობელებიდან კი სხვაობა სანდრო ავალიანმა (69) შეამცირა.
ეროვნულ ლიგაში 8 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი 2“ 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ მოდიან „არაგვი“ (14) და ბოლნისის „სიონი“ (13), ხოლო ბოლო ადგილებზე თბილისის „ლოკომოტივი“ (5) და ხობის „კოლხეთი“ (3) არიან.