დიმიტრი ტატანაშვილი „თელავში“ გადავიდა 
დიმიტრი ტატანაშვილი „თელავში“ გადავიდა 

საფეხბურთო კლუბ „თელავში“ დიმიტრი ტატანაშვილი ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

35 წლის გამოცდილი და ტიტულიანი ფეხბურთელი, ბოლოს თბილისის „საბურთალოში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც კარიერაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი – ეს პირველად 2012/2013 წლების სეზონში, რუსთავის „მეტალურგის“ რიგებში შეძლო. სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემპიონთან კონტრაქტი არ გაგრძელდა და ტატანაშვილმა გუნდი დატოვა.

„თელავის“ ცნობით, ტატანაშვილი უკვე თელავშია და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას ხვალიდან, 15 იანვრიდან დაიწყებს.