ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, დიმიტრი ტატანაშვილი 2018 წლიდან „საბურთალოში“ ითამაშებს.
კლუბის ცნობით, მხარეები ხელშეკრულების პირობებზე დღეს საბოლოოდ შეთანხმდნენ. 34 წლის გამოცდილმა ფორვარდმა ახალ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ტატანაშვილმა „ჩიხურას“ შემადგენლობაში 15 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირთა შორის, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელ ბექა მიქელთაძესთან ერთად, მეორე-მესამე ადგილები გაიყო. 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული კი მეტოქეთა კარის აღება 134-ჯერ მოახერხა.