დიმიტრი ხუნდაძე - თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება
დიმიტრი ხუნდაძე - თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება

თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება. ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას.

მაქვს დადებითი მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.